ანდრია გვაზავა

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ რუსეთის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა
patriarchate.ge

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ რუსეთის სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 14 ივლისს დისერტაცია დაიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დისერტაციის თემა იყო "ვაჰანის ქვაბები: ადგილი და მნიშვნელობა ძველქართულ სამონასტრო ტრადიციაში". 

"სადისერტაციო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტ ანდრია (გვაზავასთვის) ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მინიჭებას, ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ქართული მონასტიციზმის თანამედროვე ტრადიციის განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაშრომი ქართულად ითარგმნოს და მალე გამოიცეს". - აღნიშნულია სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ ზოგადი და რუსული ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი მღვდელი ალექსანდრე შჩელკაჩოვი და თეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი პეტრ იურიევიჩ მალკოვი. ამასთან, საკონსულტაციო დახმარებას უწევდნენ სასულიერო ფაკულტეტის მასწავლებლები, ია ევგენიევნა მელნიკოვა და ნატალია გენადიევნა გოლოვნინა.

კომენტარები