ჰოლივუდი

დუეინ ჯონსონმა ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარი – 50 მილიონი დოლარი მიიღო

ყოფილმა რესლერმა და ჰოლივუდის მსახიობმა დუეინ ჯონსონმა ისტორიაში ყველაზე მაღალი ჰონორარი მიიღო. მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავს მომავალი როლისთვის $50 000 000-ს გადაუხდიან.

ფილმს, რომლის პროდიუსერებმა ასეთი გულუხვი წინადადება გაუკეთეს ვარსკვლავს Red One ჰქვია. ბლოკბასტერში ასევე მთავარ როლს კრის ევანსი ასრულებს.

ჯონსონმა რობერტ დაუნი ჯუნიორისა და უილ სმიტის რეკორდი გააუმჯობესა. დაუნი ჯუნიორმა 40 მილიონი შურისმაძიბლებისთვის მიიღო, იგივე თანხა გადაუხადეს სმიტს ფილმისთვის მეფე რიჩარდი.

დუეინ ჯონსონი ამერიკელი რესლერი და მსახიობია. კარიერა, როგორც რესლინგის მებრძოლმა დაიწყო, რინგზე მას მეტსახელ The Rock-ით იცნობდნენ. საბრძოლო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად გადაერთო კინოროლებზე და მალევე მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერების ვარსკვლავი გახდა. ბოლო წლებში გამოცემა Forbes-მა რამდენჯერმე ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. 

კომენტარები