ევროპული საქართველო

ბობოხიძე: ენმ-ის სახელით ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია

ზოგადად, პარტიების გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს ორი ამოცანა. ერთი, ღირებულებითი ნაწილი და ზოგადი საკითხები, ხოლო მეორე, კონკრეტული. დღეს, ეს კონკრეტული ამოცანები შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ამ ორიდან ვერცერთს ვერ აკმაყოფილებს. მასთან ღირებულებით ნაწილში გაერთიანება უბრალოდ შეუძლებელია, ასევე,  ნაციონალური მოძრაობის ქუდის ქვეშ და მისი სახელით ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ, ევროპული საქართველო ცდილობს, იპოვოს ის ადამიანები, რომლებიც ღირებულებით არიან ჩვენთან ახლოს, გაზარდოს ჩვენი ამომრჩევლების რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში, მოემსახურება მეორე ამოცანასაც. ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც ხმას მისცემს ევროპულ საქართველოს ვერანაირად ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა, ასევე ვერ იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან.

ამბობს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანებაზე. 20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა საპარლამენტო არჩევნებისთვის "გამარჯვების პლატფორმა" შექმნეს.  ამავდროულად, პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება. 

კომენტარები