ევროპული საქართველო

იაგო ხვიჩია ჩერგოლეიშვილს ქართულ ოცნებასთან ისტორიების მოყოლას სთხოვს

პარტია გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში პარტია ევროპულ საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გირჩის გარდა მხოლოდ ისინი ცდილობენ იდეებზე საუბარს, თუმცა, მისივე აზრით, პარტიას და ჩერგოლეიშვილს წარსულის გაუაზრებლობის პრობლემა აქვთ.

"ევროპული საქართველო და კონკრეტულად თამარ ჩერგოლეიშვილი არ მოვიტყუები, ცდილობს, თუ ვინმე ცდილობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რომ იდეებზე ილაპარაკოს ევროპული საქართველოა, მაგრამ ჩემი აზრით, რა შეცდომასაც უშვებს, არის საკუთარი წარსულის გაუაზრებლობა და იდეებზე რომ ლაპარაკს იწყებ, მაშინ, როდესაც საკუთარ წარსულში იგივე შეცდომები გაქვს, რაზეც ახლა სხვას აკრიტიკებ, საერთოდ გადაფასებული არ გაქვს, აღიარებული არ გაქვს როგორც შეცდომა. 

ხვიჩია თამარ ჩერგოლეიშვილს სთხოვს, რომ მოყვეს ის ისტორიები, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობასთან და კეზერაშვილთან ერთად თავადაც მონაწილეობდა.

"ვინაიდან დღეს ის ახმოვანებს ევროპულ საქართველოს, შესაბამისად მაინტერესებს პარტია, რომელიც ვითომ იდეებზე საუბარს ცდილობს, რას აკეთებს, მაგრამ სანამ ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი არ მოჰყვება იმ ისტორიებს, სადაც თვითონ მონაწილეობდა, როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე კეზერაშვილთან ერთად, მინიმუმ, თავი რომ დავანებოთ მანამდე ნაცების ამბავს. ქალბატონმა თამარმა ზუსტად იცის რაზეც ვსაუბრობ." - თქვა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები