დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ამერიკის მოქალაქე ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის კვეთისთვის დააკავეს

picture-alliance/dpa/EPA/Jeon Heon-Kyun

გაეროს სარდლობამ, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე მუშაობს, Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის მოქალაქემ სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა. Მათი ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე საზღვრის მიმდებარე სოფლებში ტურში იმყოფებოდა, როდესაც  საზღვარი ნებართვის გარეშე გადაკვეთა. 

ტური მოგზაურებისთვის საერთო უსაფრთხოების ზონას მოიცავდა, რომელიც დემილიტარიზებული სივრცეა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე პატიმრობაშია და ვმუშაობთ ამ ინცინდენტის მოსაგვარებლად.”- წერს გაეროს სარდლობა.

კომენტარები