ფოთში, ტბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედარი ეკუთვნის 32 წლის ირაკლი ნაჭყებიას, რომელსაც 15 ივლისიდან ეძებდნენ.





