პრაიდის ფესტივალი

კობახიძე: ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ, ჯერ გამოძიება 7-8 მარტის ძალადობას უწევს

რაც შეეხება ლისზე განვითარებულ მოვლენებს, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება, თუ სადმე რაიმე დანაშაული არის ჩადენილი, მაგრამ, ქრონოლოგიურად, ჯერ უწევს გამოძიება 7-8 მარტის ძალადობას, ხომ? ჯერ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა სათანადოდ, საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლო პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა ალბათ დრო, რომ გამოძიებულ იქნეს ლისზე განვითარებული მოვლენა. 

7-9 მარტსაც იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის, იყო ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, რაც არის ძალიან მძიმე. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე. ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა და გახსოვთ, ვანდალიზმი იყო ათასნაირი. რუსთაველი ლამის გადაწვეს, რუსთაველის თეატრს მიახატეს რაღაც სიბინძურე. ეს ხდებოდა 7-8 მარტს. ამის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა ლისზე. 

[...] გახსოვთ რა ხდებოდა რუსთაველზე, კატასტროფა - გადაწვეს ლამის პარლამენტის შენობა, პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ. რუსთაველის თეატრს მიახატეს სიბინძურე. ეს გააკეთეს ამ ადამიანებმა. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ხარისხობრივად რომ შევადაროთ ლისის ძალადობა და 7-8 მარტის ძალადობა ერთმანეთს, შედარებაც არ არის - ხუთჯერ ნაკლები იყო ძალადობა ლისზე, იმასთან შედარებით, რაც იყო 7-8 მარტს. 

თუ ორმაგ სტანდარტზეა საუბარი, მე არ მახსენდება კონკრეტული ადამიანების განცხადებები 7-8 მარტის ძალადობასთან დაკავშირებით - არც დაგმობა და არც არაფერი. პირიქით, იყო ძალადობის გარშემო წამახალისებელი განცხადებები. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯომარე, ირაკლი კობახიძე პრაიდ ფესტივალის ჩაშლასა და ქოც-ორკების მარადიორობაზე საუბრისას.

კომენტარები