რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აბსურდულია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის დრო არ არის განსაზღვრული – ზელენსკი

"ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უკრაინა წარმოდგენილ იქნება,  იმიტომ რომ საქმე ეხება პატივისცემას.

მაგრამ უკრაინა ასევე იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ სიტვების გარკვეული ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება.

და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ფორმულირება ეხება NATO-ს წევრობას და არა უკრაინის მოწვევას.

უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა დრო არ არის განსაზღვრული არც მოწვევისთვის და არც უკრაინის წევრობისთვის. ამავდროულად, გაურკვეველი ფორმულირება "პირობების" შესახებ ემატება თუნდაც უკრაინის მოწვევას.

როგორც ჩანს, არ არსებობს არანაირი მზადყოფნა არც უკრაინის მოწვევასა და არც მისი ალიანსის წევრად მიღებისთვის.

ეს ნიშნავს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთთან ვაჭრობისთვის შესაძლებლობათა ფანჯარა ღია რჩება. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას.

გაურკვევლობა სისუსტეა. და მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე."

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ვილნიუსში 11-12 ივლისს NATO-ს სამიტია დაგეგმილი. სამიტზე რუსეთის აგრესიას, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომსაც განიხილავენ.

კომენტარები