წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა.
ბიჭი სკვერთან თამაშობდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
განახლება - შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.