გურჯაანში 80 წლის მამაკაცმა საკუთარ მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
განახლება: პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს, 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.