ავტოსაგზაო შემთხვევა

ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ონში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ." - წერია მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები