რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: აზოვსტალის მცველები უკრაინაში ბრუნდებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ აზოვსტალის მცველები უკრაინაში ბრუნდებიან.

"ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და თან მიგვყავს ჩვენი გმირებიც. უკრაინელი ჯარისკაცები, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა საბოლოოდ ოჯახებთან იქნებიან". - თქვა ზელენსკიმ.

აზოვსტალის მცველთა ნაწილი 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან. ისინი ამ დრომე თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები