საქართველოს მთავრობა

პრემიერი: დღეს ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა სწორი ორიენტირების განსაზღვრა

მიმაჩნია, რომ ჯარის ბანაკში ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველო ამ გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდას თავიდანვე სჭირდება სწორი ორიენტირების განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო.

[...] მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის ბანაკის გახსნაზე.

კომენტარები