რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება შესაძლოა NATO-ს სამიტამდე შედგეს – გერმანული მედია

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 20 აპრილი, 2023.
AP Photo/Efrem Lukatsky

გერმანული გამოცემის,  Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება შესაძლოა ვილნიუსში NATO-ს სამიტამდე გაფორმდეს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება შეეხება გარანტიების მრავალმხრივ სისტემას ომის დასრულების შემდეგ - იქამდე, სანამ უკრაინა უშუალოდ ალიანსის წევრი გახდება. გამოცემა საიდუმლო ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების ჩარჩო თითქმის მზად არის გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-სთან. 

მოგვიანებით, შეთანხმებაში მონაწილე ყველა ქვეყანა კიევთან ხელშეკრულებას ხელს ცალკე მოაწერს. შეთანხმება მოიცავს ფინანსურ და სამხედრო დახმარებებს, მათ შორის წვრთნებს. ამ შეთანხმების მიზანი კიევის ისეთი აღჭურვაა, რომ მან საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა გარანტორი ქვეყნების ჩარევისგან დამოუკიდებლად შეძლოს. 

ასევე, გამოცემის ცნობით, გერმანიას სურს, უკრაინას ომის დასრულებამდე დახმარების ამჟამინდელი ფორმის შენარჩუნება შესთავაზოს.

ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები