აქ შედარება გააკეთა [დავით ხაჯიშვილმა], რომ აჭარა არ უყვარს ბატონ ივანიშვილსო და რაღაც სისულელე თქვა მორიგი, თითქოს სააკაშვილს უყვარდა და ჩვენ ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას. სავსეა სოციალურ მედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები, შეადარეთ ბათუმი 2012 წელს და ბათუმი 2022 წელს და ნახავთ ძალიან მარტივ განსხვავებას. მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში, მთლიანად რეაბილიტაცია უტარდება, განახლება ხდება, მშენებლობა. ამაზე, არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ საუბრობენ უკვე, აღიარებენ. შესაბამისად, მე აქვე მინდა შეგახსენოთ, ვინაიდან თქვენ ახსენეთ ბატონი ივანიშვილი მე შეგახსენებთ მის ქველმოქმედებას. ბატონმა ივანიშვილმა სამი მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, მთელი არეალი გარდაქმნა, მოგეხსენებათ შეკვეთილის არეალი და არა მხოლოდ. ბათუმშიც მე მახსოვს, როდესაც ქართუ ფონდს ვხელმძღვანელობდი, მაშინ ასეულობით მილიონ ლარს ვხარჯავდით, ვეხმარებოდით ბათუმს ბულვარებისა და ატრაქციონების მოწყობაში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ინვესტიციების განხორციელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით, ეს არის სიმართლე.
ბიძინა ივანიშვილი
ღარიბაშვილი: ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, ასეულობით მილიონი აჭარაში
tbl.ge/6fe3
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




