კობახიძე: აშშ-ს საელჩომ 3 დეპუტატს მოსაწვევი გამოუგზავნა, მერე უთხრეს, ჯობდა, არ მისულიყვნენ

პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებონის პირი, მე მგონი, არცერთი არ მივედით, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ ჯობდა, არ მისულიყო.

არ დავაკონკრეტებ, თვითონ დააკონკრეტებს თუ ექნება სურვილი, დასამალი არაფერი არ იყო, ერთი არ იყო სხვათაშორის, ასეთი იყო სამი, ვისაც, ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები, იმიტომ, რომ სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა, მერე უთხრეს, რომ ჯობდა, არ მისულიყვნენ, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი დამოკიდებულება, ასეთ დროს, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდა აშშ-ის საელჩოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე. კობახიძემ იქამდე აღნიშნა, რომ კელი დეგნანი "უკვე გადის პენსიაზე და არ მინდა მასთან პოლემიკაში შესვლა".

კომენტარები