დიდი ბრიტანეთი

ახალი კანონით რუსულ კომპანიებს ბრიტანელი იურისტების დაქირავება შეეზღუდებათ

Vegas Slots Online

დღეს, 29 ივნისს დიდი ბრიტანეთი წარადგენს კანონს, რომელიც ბრიტანელ იურისტებს რუსული კომპანიებისთვის ბიზნეს გარიგებების შესახებ რჩევის მიცემაში ხელს შეუშლის. 

ახალი კანონის მიღების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის რეჟიმთან დაკავშირებულ მდიდარ პირებს და მსხვილ ბიზნესებს კიდევ უფრო შეეზღუდებათ გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ მომსახურებაზე წვდომა.

"დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ბევრ საერთაშორისო კონტრაქტსა და ბიზნესს უდევს საფუძვლად. რუსეთს ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით სარგებლობის საშუალებას აღარ მივცემთ". - თქვა ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა, ალექს ჩალკმა.

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალმა კანონმა შესაძლოა ხელი შეუშალოს გაერთიანებული სამეფოს იურისტებს, რომლებიც ბიზნესისთვის გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე კონსულტირებას საერთაშორისო კომპანიებს უწევენ. თუმცა, ამავე ინფორმაციით, კანონი არ შეეხება რუსეთის მოქალაქეების იურიდიულ წარმომადგენლობაზე.

"დღეს ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ გაერთიანებული სამეფოს დაწესებულ სანქციებს, ვზრდით ზომებს, რათა რუსეთს გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ ცოდნასა და გამოცდილებაზე წვდომა შეეზღუდოს". - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს ქლევერლიმ. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთმა გაყინა დაახლოებით 19 მილიარდი ფუნტის ($24 მილიარდი) ღირებულების რუსული აქტივები და სანქციები დაუწესა 1550-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირს.

კომენტარები