რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კონტრშეტევის მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის, ეს მხოლოდ რეპეტიციაა – რეზნიკოვი

ოლეკსი რეზნიკოვი
REUTERS/Murad Sezer

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის. 

როგორც რეზნიკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი დასახლების გათავისუფლება ბოლო კვირებში არ იყო თავდასხმის "მთავარი მოვლენა". ის ამტკიცებს, რომ ბოლო წარმატებები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბევრად უფრო სერიოზული დარტყმისთვის მხოლოდ "წინასწარი რეპეტიცია" იყო.

რეზნიკოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს "გარკვეულ წარმატებებს", რომლებზეც გენერალურ შტაბს განცხადება არ გაუკეთებია.

"ზოგჯერ რუსები თავიანთ ხელმძღვანელობას დაკარგული ტერიტორიების შესახებ არ აცნობენ. მათ უფროსებთან ანგარიშის ჩაბარების ეშინიათ". – თქვა მან. 

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის შეიარაღებულ აჯანყებას არ შეუცვლია ვითარება ბრძოლის ველზე, მისივე თქმით, იგი რუსეთის დაუცველობის "ნათელი ილუსტრაცია" გახდა.

"ეს ეხმარება დასავლეთს გააცნობიეროს, რომ ისინი უკრაინაში ინვესტიციებს ახორციელებენ გარკვეული მიზეზის გამო, რომ უკრაინის გამარჯვება აბსოლუტურად რეალური და ძალიან ახლოსაა". – თქვა რეზნიკოვმა.

კომენტარები