რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

26 ივნისს ღამით უკრაინამ 2 Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 7 შაჰედის დრონი ჩამოაგდო

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

26 ივნისის ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა 3-დან 2 Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 8-დან 7 ირანული წარმოების შაჰედის უპილოტო საფრენი აპარატი და 4 უცხობი ტიპის დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის ძალებმა Kalibr-ის რაკეტებით შეტევა შავ ზღვაში წყალქვეშა ნავიდან განახორციელეს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა იერიში უკრაინაზე აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან შაჰედის დრონებით მიიტანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონები საჰაერო სარდლობის "ცენტრალურ" ზონაში განადგურდა.

კომენტარები