რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ გასულ ღამეს ნასროლი ყველა რუსული რაკეტა უვნებელყო

უკრაინის ცნობით, 23 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა რუსული ფრთოსანი რაკეტა და სადაზვერვო დრონი, რომლითაც რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის ტერიტორიას.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები Telegram-ზე წერს. 

გარდა ამისა, საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა გაანადგურეს მტრის უცნობი ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. 

23 ივნისის ღამეს ხმელნიცკის რაიონში აფეთქებები გაისმა, ღამით აფეთქებები ისმოდა ზაპოროჟიეშიც.

კომენტარები