ბელარუსი

ბელარუსში Ми-24-ის ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი ჩამოვარდა

ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ამსახველი ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ბელარუსში Ми-24-ის ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ჩამოვარდნის ნაცვლად ტერმინ "მძიმე დაშვებას" ხმარობს, თუმცა ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ფოტოში ჩანს განადგურებული ვერტმფრენი. 

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბარანოვიჩის ოლქში ჩამოვარდა და შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის წევრებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. სამინისტრო ჩამოვარდნის შედეგებს ადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არაა აღნიშნული თუ ვის ეკუთვნოდა ვერტმფრენი. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, რომ ვერტმფრენი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა. ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ Ми-24 რუსული იყო.

კომენტარები