მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მოვითხოვ მომინახულოს EU-ს სამედიცინო მისიამ, რომელსაც 4 თვეა ბარიერებს უქმნიან

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი პრობლემურია, როგორც არასდროს. დაჟინებით მოვითხოვ, ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით, რაც შეიძლება მალე მომინახულოს. საქართველოს ხელისუფლება 4 თვეა, ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.

სიარული მიჭირს, დავკარგე წონის 50%-ზე მეტი და კლება გრძელდება. ნევროლოგიური მდგომარეობა უარესდება, ასევე სერიოზულად გამიუარესდა მხედველობა. დავკარგე თმის უმეტესი ნაწილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია, როგორც ეს საქართველოს მთავრობას სურს, რომ გავჩუმდე. რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელება შემიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის შესაბამის დაწესებულებაში გადამიყვანენ.

წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Twitter-ზე.

კომენტარები