ვერტმფრენის ავარია

უნგრეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა სამხედრო ვერტმფრენმა ხორვატიაში კატასტროფა განიცადა

ხორვატიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს უნგრული საჰაერო ძალების კუთვნილმა Airbus H145 ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი გარდაცვლილი იპოვეს, მესამე პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

უნგრეთის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტო MTI-სთვს მიცემულ კომენტარში თქვა, რომ წვრთნებში ორი Airbus H145 იყო ჩართული, რომელთაგან ერთს მდინარე ჩიკოლას კანიონის მიმდებარედ ავარია შეემთხვა.

უცნობია რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, თუმცა მედიის თანახმად, შესაძლოა ვერტმფრენი კანიონის ტერიტორიაზე არსებულ ზიპლაინს შეეჯახა.

კომენტარები