რიკოთზე გარდაცვლილი მუშა

მაშველებმა რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს

ფოტო: ფორმულა 

მაშველებმა რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. უწყების წარმომადგენლის ცნობით,  სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუშა ავტობანის უბისას მონაკვეთზე მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა გაიტაცა.

მაშველებმა კაცის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

კომენტარები