რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: თუ ყირიმს დასავლური რაკეტებით დაარტყამენ, გადაწყვეტილების ცენტრებს დავარტყამთ

სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინა კიევის მიერ ყირიმზე დასავლური რაკეტებით იერიშის მიტანის შემთხვევაში, "მყისიერი შურისძიების" შესახებ გააფრთხილა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ყირიმზე, HIMARS-ისა და Storm Shadow-ის რაკეტებით იერიშის მიტანას გეგმავს". - თქვა შოიგუმ სამხედრო ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას. 

შოიგუმ ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან შურისძიების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იარაღი გამოიყენებოდა იერიშის მისატანად რუსეთის შიგნით ან შავი ზღვის ტერიტორიის სამიზნეებზე, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული.

"ამ რაკეტების გამოყენება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კონფლიქტში სრულ ჩართვას. ეს კი გამოიწვევს უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დაუყოვნებლივ დარტყმას". - თქვა შოიგუმ.

გარდა ამისა, შოიგუმ აღნიშნა, რომ კიევი სამხრეთ დონეცკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმართულებით, NATO-ს სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი ელიტური ფორმირებებისა და დასავლური იარაღის დიდი რაოდენობით გამოყენებით კიევი თავდასხმების მცდელობებს კვლავ განაგრძობს.

კომენტარები