გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას Shahed-136-ისა და Shahed-131-ის ტიპის 35 დრონით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 32 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, თავდასხმის სამიზნეები სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.
ოკუპანტების მთავარი სამიზნე კიევი იყო. აქ 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
განადგურებული შაჰედის ტიპის დრონებიდან 30 საჰაერო ძალების საშუალებებით უვნებელყვეს, 2 კი სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს.
ამას გარდა, რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს Искандер-М-ისა С-300-ის რაკეტების გამოყენებით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზეც.
დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ლვოვში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.





