ეტყობა, ქართულ ოცნებას არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე. მაგალითად, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ შეისწავლონ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების სამიზნე იყო, შემდეგ კი ის დაბრუნდა პოლიტიკაში. თავისთავად, არაადამიანური და წამების ტოლფასი მოპყრობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანმა შემდეგ მაინც შეძლოს საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს და სხვადასხვა სახით პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება, ის ამბობს, რომ მზად არის, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა, ჩამოვიდა, რომ ხვდება, გადასარჩენია ქვეყანა, რადგან რუსული რეჟიმი ევროპულ პერსპექტივას ართმევს.
მიხეილ სააკაშვილი
ბოკუჩავა სააკაშვილზე: ნელსონ მანდელაც წამების სამიზნე იყო, შემდეგ კი პოლიტიკაში დაბრუნდა
tbl.ge/6eth
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ პირველი არხის ცნობით. 16 ივნისს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩართვას "ძალიან აქტიურად აპირებს". მანამდე სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ჩართვასა და აქტიურობას აღარ აპირებდა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




