NATO

სტოლტენბერგს NATO-ს გენერალურ მდივნად მე-4 ვადით დარჩენას სთხოვენ

იენს სტოლტენბერგს, სავარაუდოდ, NATO-ს გენერალურ მდივნად დარჩენას კიდევ ერთი ვადით სთხოვენ, ვინაიდან ალიანსი მის შესაბამის შემცვლელს ვერ პოულობს . ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები შიდა დისკუსიებში ავრცელებენ.

სტოლტენბერგის უფლებამოსილება უკვე სამჯერ გახანგრძლივდა. მისი მესამე ვადა გენერალური მდივნის პოზიციაზე სექტემბერში იწურება.

"ბაიდენის ადმინისტრაცია მიდის იმ დასკვნამდე, რომ სტოლტენბერგი კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს. როგორც ჩანს, ამ მომენტში ალიანსში მისი შემცვლელის შესახებ კონსენსუსი არ არის." - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ასევე ისაუბრა ანონიმურობის პირობით.

სტოლტენბერგმა თებერვალში თქვა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ აპირებს, თუმცა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, რას გააკეთებს, თუ მას დარჩენას NATO-ს წევრები სთხოვენ.

კომენტარები