შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინელი პილოტები JAS 39 Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნებს გაივლიან.
არსებული ინფორმაციით, წვრთნებს შვედეთის შეიარაღებული ძალები გაუძღვებიან. მათი მოვალეობა იქნება უკრაინელ პილოტებს JAS 39 Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები გააცნონ.
ამასთან, Европейская правда-ს ცნობით, შვედეთის მთავრობა მზად არის უკრაინასთან ახლოს, მაგალითად პოლონეთში, სამხედრო აღჭურვილობისთვის ლოჯისტიკური და ტექნიკური ცენტრების მობილიზაციაში 60-მდე შვედი სამხედრო ჩართოს. აღნიშნულ ცენტრებში დაზიანებული ტექნიკის შეკეთება იქნება შესაძლებელი.
"ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვითი ტექნიკა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუგზავნით, გამოიყენონ და ოპერატიულ მიზანს მიაღწიონ". - აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა.