რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარკ მილი: უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად ვითარდება

გენერალი მარკ მილი
AP/Olivier Matthys

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, მარკ მილის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად ვითარდება. ამის შესახებ მილიმ ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა.

მილის შეფასებით, უკრაინული ძალები ეტაპობრივად წარმატებას აღწევენ, თუმცა იერიშის ფასი მაღალი იქნება, ბრძოლი კი ძალიან რთული.

"უკრაინამ იერიში დაიწყო და ისინი ეტაპობრივად მიიწევენ წინ. ეს ძალიან რთული ბრძოლაა. ის [ბრძოლა] ძალიან სასტიკია და მნიშვნელოვან დროს წაიღებს, ფასი კი მაღალი იქნება". - თქვა მილიმ.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის არმია გამოირჩევა ლიდერების მაღალი ხარისხით და მაღალი სულისკვეთებით, რუს სამხედროებზე კი იგივეს თქმა არ შეიძლება.

"მათი [რუსეთის] ლიდერები ყოველთვის შეთანხმებულად არ მოქმედებენ, ჯარისკაცების სულისკვეთება არც მაღალი არ არის და ისინი თავდაცვით პოზიციებში სხედან. ბევრი მათგანი იმასაც ვერ ხვდება, იქ [უკრაინაში] რატომ მოხვდნენ". - თქვა მილიმ რუსული არმიის შესახებ საუბრის დროს.

კომენტარები