სტიქია გურჯაანში

საგანგებო: გურჯაანიდან ათობით შეტყობინება შემოვიდა, ადგილზე ტექნიკა მუშაობს

კახეთის ხმა/Knews.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გურჯაანიდან ათობით შეტყობინება მიიღეს. სტიქიის ადგილზე მაშველები მუშაობენ, სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკაც. 

გურჯაანში სტიქიას ებრძვიან - ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. როგორც ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, წყალმა წაიღო მანქანები და საოჯახო ნივთები, დატბორილია სახლები. ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები