ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი: ჩვენი ამოცანაა, ლაზარეს თემა იქამდე ვაცოცხლოთ, სანამ მას არ გაათავისუფლებენ

ლაზარე წინასწარ ამორჩეული დამნაშავეა. ის დამნაშავედ იქამდე გამოაცხადეს, ვიდრე სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. შესაბამისად, წინასწარ გამოცხადებული დამნაშავით სასამართლოს ქრონიკებიდან არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩვენი ამოცანა არის, რომ ლაზარეს თემა იქამდე ვაცოცხლოთ და იქამდე დავსახოთ პრობლემად, ვიდრე ამ ხელისუფლებას გარეთ არ შეექმნება ისეთი კრიზისი, რომ დათმობებზე წასვლა და ლაზარეს გათავისუფლება მოუწევს. ანუ, ჩვენი ამოცანაა, ლაზარეს ყურადღება იქამდე ჰქონდეს და მისმა თემამ იქამდე იცოცხლოს, არავის დაავიწყდეს და არავინ შემოდოს თაროზე, ვიდრე ისეთი კრიზისი არ შეიქმნება, რაც ამ პუტინისტურ რეჟიმს დაათმობინებს და გააგდებინებს ამ ლუკმას, ახალგაზრდა ადამიანის სახით, რომელიც სატანისტად, ორიენტაცია არეულად გამოაცხადეს და რომელსაც ყოვლად არალეგიტიმური მეთოდებით დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება, რომ როგორც საზოგადოება ამაზე ვრეაგირებდეთ, იმიტომ, რომ ასეთი უმსგავსოები, როგორიც, ვთქვათ, ირაკლი კობახიძეა და როგორიც ამ რეჟიმის სხვა მარიონეტები არიან, ხშირად იქნება. საზოგადოების სიჯანსაღე იმით იზომება, ამას როგორ უპირისპირდება.

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.

კომენტარები