NATO

გერმანიაში NATO-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნები Air Defender 23 დაიწყო

Falk Bärwald/Bundeswehr

NATO გერმანიის ხელმძღვანელობით ალიანსის ისტორიაში ყველაზე დიდ საჰაერო წვრთნებს - Air Defender 23 ატარებს. წვრთნებში მონაწილეობას 25 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი პერსონალი მიიღებს. წვრთნების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ოპტიმიზებაა.

12-დან 23 ივნისამდე 6 სამხედრო ბაზაზე 250-მდე თვითმფრინავი განთავსდება. წვრთნებში მხოლოდ აშშ-ს 100 თვითმფრინავი ჩაერთვება. სამხედრო მომზადებები გაიმართება სამ საფრენ ზონაში: გერმანიის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით. 

"სავარჯიშო Air Defender 23-ით ჩვენ ვხსნით ახალ თავს ტრანსატლანტიკურ ისტორიაში". - ამბობდა გერმანიის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ინგო გერჰაცი ჯერ კიდევ აპრილში აშშ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წვრთნების. რომლის დაგეგმვაც გერმანიამ 2018 წელს დაიწყო, სცენარი ეფუძნება NATO-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. სწავლების ძირითადი სცენარის თანახმად, მოკავშირეების სამხედრო-საჰაერო ძალები გერმანიაში პირობითი მოწინააღმდეგის ჰიბრიდულ საოკუპაციო ძალებს ებრძვიან.

გენერალ-ლეიტენანტ გერჰარცის თქმით, გერმანია - Air Defender 2023-ის დაგეგმვით, ორგანიზებითა და ჩატარებით - პასუხობს მათ, ვინც ბერლინს გლობალური უსაფრთხოების სფეროში მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებდნენ.

კომენტარები