ბათუმში არასრულწლოვანი გოგო კორპუსიდან გადმოვარდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა

Tabula

ბათუმში არასრულწლოვანი გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა. შემთხვევა 11 ივნისს მოხდა. დაშავებული 12 ივნისს კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები