სოროსის ფონდი

ჯორჯ სოროსი ქონებაზე კონტროლს თავის "უფრო პოლიტიზებულ" შვილს გადასცემს

ალექს სოროსი
Jason Alden/Bloomberg via Getty Images

მილიარდერი და ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი, ჯორჯ სოროსი ქონებას თავის შვილს ალექს სოროსს გადასცემს. ამის შესახებ სოროსის პრესსპიკერმა The Wall Street Journal-თან დაადასტურა

მანამდე, 92 წლის სოროსმა თქვა, რომ არ სურდა, ღია საზოგადოების ფონდები მისი ხუთი შვილიდან რომელიმეს მიეღო, თუმცა, გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალა და ფონდს, $25 მილიარდის ღირებულების ქონებასთან ერთად თავის 37 წლის ვაჟს გადასცემს. სოროსის თქმით, მან "ეს დაიმსახურა".

ასევე, მედიასთან ინტერვიუში ალექსმა თქვა, რომ ის მამაზე უფრო პოლიტიზებულია და აშშ-ის მემარცხენე პოლიტიკური კანდიდატების დაფინანსებას მომავალში გააგრძელებს. ალექს სოროსმა დასძინა, იგი გააფართოებს ორგანიზაცის პრიორიტეტებს, რათა მოიცვას ხმის მიცემისა და აბორტის უფლებები, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა.

კომენტარები