კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 3 პირი – მათ მცხეთა-მთიანეთში რამდენიმე აგარაკი გაქურდეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ კევლიანში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი ადამიანი - 1990 წელს დაბადებული გ.შ. 1994 წელს დაბადებული ბ.ტ და 1996 წელს დაბადებული ს.ტ. დააკავეს.  

უწყების ცნობით, ბრალდებულები სოფელ კევლიანში მდებარე ა.ტ.-ს აგარაკზე შევიდნენ და საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. 

"სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს. 

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია აგარაკებიდან მოპარული ნივთები და საოჯახო ტექნიკა". - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები