გაერო

გაეროს 11 ტანზანიელი მშვიდობისმყოფელი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს

გაეროს განცხადებით, 60 ტანზანიელი მშვიდობისმყოფელი სამშობლოში ბრუნდება. ამის მიზეზი გაეროს მიერ ცენტრალური აფრიკის რესუბლიკაში სექსუალური შევიწროების შესახებ ნაპოვნი მტკიცებულებებია. 

წინასწარი გამოძიების თანახმად, დანაყოფის თერთმეტი წევრი ოთხი მსხვერპლის სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაში მონაწილეობდა. 

გაეროს მონაცემებით, სავარაუდო მსხვერპლიდან ორი ბავშვია.

გაეროს კონფლიქტურ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისია 2014 წლიდან აქვს, ამიტომ ქვეყნის ტერიტორიაზე ათასობით სამშვიდობო იყო განლაგებული.

თერთმეტი ეჭვმიტანილი ქვეყნის დასავლეთში მდებარე დროებით ბაზაზე მუშაობდა. ტანზანიის ქვედანაყოფი ახლა სხვა ბაზაში გადაიყვანეს და მისი წევრები ყაზარმებში ცხოვრობენ.

გაეროს მონაცემებით, 2015 წლიდან დღემდე ტანზანიელი მშვიდობისმყოფელების მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებები ყოველწლიურად ვრცელდებოდა.

კომენტარები