[ქართული ოცნების წარმომადგენლების] კომენტარები ცალსახად ადასტურებს, როგორი შიში გამოსჭვივის მათ განცხადებებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოში მის პოლიტიკურ აქტივობაზე საუბრობენ. ყველამ ვიცით და პირველ რიგში, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს ის პოლიტიკური წონა და მხარდაჭერა აქვს, რომელიც ერთი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ქართული ოცნების დამარცხებას უზრუნველყოფს. ჩემი აზრით, ამ ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივების გაშლა მარტო მიხეილ სააკაშვილს შეუძლია. სხვა საქმეა, თავად ის რამდენად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას [...] მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა არა შიმშილობისთვის, არამედ, ციხეში ჩაჯდა და იქიდან ანგრევს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს. მან საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა ქართული ოცნების რუსული ხასიათი და ბუნება. რა თქმა უნდა, თავად სააკაშვილის გადაწყვეტილება იქნება, ის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბეჟაშვილი: სააკაშვილი ციხიდან ანგრევს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს
tbl.ge/6eeg
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი იყოს.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




