ქართული ოცნება

მდინარაძე: ხანდახან მშვიდობა უფრო რთულად გადასატანია, ვიდრე ომი

უსერიოზულესი გამოწვევებია გლობალური მასშტაბით. ზოგი ბირთვულ საფრთხეზე საუბრობს და ნახეთ ბოლო, ყველაზე საშინელი ნიუსი კახოვკაზე, გადაბრალება ერთმანეთზე. ყველაფერს რომ თავი დავენებოთ, ხანდახან მეორე ხარისხოვანიც კი ხდება ხოლმე, როცა ხედავ ადამიანურ ტრაგედიებს. ამხელა ტერიტორიები, ეს ხალხი რა დღეშია და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ამ საოკუპაციო ომს მშვიდობისკენ ჯერ პირი არ უჩანს.

არც მოლაპარაკების კონტურია გამოკვეთილი და არის ურთულესი მდგომარეობა. რაც უფრო რთულია მდგომარეობა იქ, ამ სასტიკ ომში, კონტექსტი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მით უფრო გასათვალისწინებელია. ახლა რომ ცდილობენ, გააქილიკონ, მეორე ხარისხოვან ამბად ან ტერმინად აქციონ მშვიდობა. ასე არ არის, პირიქით, ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის მშვიდობა, რომელიც ხანდახან უფრო რთულად გადასატანია, ვიდრე ომი. ამას თავისი სირთულეები ახლავს, თქვენ ხედავთ შემოტევებს, ეს არ არის ქვეყნის შიგნიდან. იმიტომ, რომ იმ ხალხს, რომლებიც ქვეყნის შიგნით ასრულებენ გარე დავალებებს, არ აქვთ ამის ბერკეტები და ძალა, რომ ეს სიტყვები გვათქმევინონ, ახლა მე რაც ვთქვი.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.

კომენტარები