თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვა. ინფორმაციას გამოცემა Fortuna თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან ინტერვიუს საფუძველზე ავრცელებს.

მსახიობი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 7 და 8 ოქტომბერს სპექტაკლ ბამბის მინდვრების სიმარტოვეში ითამაშებს, მისი სასცენო პარტნიორი იქნება ცნობილი ლიტველი მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე. 

მალკოვიჩი თბილისს მეორედ სტუმრობს. პირველად ცნობილი მსახიობი 2011 წელს, ასევე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იყო ჩამოსული.

რიგით მე-15 თეატრალური ფესტივალი მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება. თბილისს პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, უკრაინისა და გერმანიის დასები ესტუმრება. 

კომენტარები