NATO-ჩინეთი

ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება NATO-ს შეფასებას, რომ პეკინი საფრთხეა – ჩინეთის საელჩო

ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება NATO-ს შეფასებებს, რომ პეკინი საფრთხეა. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიაში ჩინეთის საელჩო ავრცელებს, რითაც, ის NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ოსლოში სამიტზე ყოფნის დროს გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. 

"ჩინეთი მოუწოდებს NATO-ს, შეწყვიტს რეგიონული კონფლიქტების გაღვივება და განხეთქილებისა და არეულობის გამოწვევა". - წერია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო განცხადებაში წერს, რომ სტოლტენბერგმა ჩინეთი მეზობელი ქვეყნების მუქარასა და იმ ქვეყნებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რომლებიც პეკინის გავლენას არ ემორჩილებიან.

"NATO აცხადებს, რომ რეგიონული და სამხედრო ორგანიზაციაა, მაგრამ მისი ზოგიერთი წევრი მუდმივად სცილდება ტრადიციულ რეგიონებს და მჭიდრო სამხედრო კონტაქტებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან ამყარებს, რაც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელია, თუ ვინ არის რეალური საფრთხე რეგიონული და გლობალური მშვიდობისთვის". - წერია განცხადებაში.

კომენტარები