აუტისტური სპექტრი

ორდენიძე: გაბი აუტისტია, საშინელი ტკივილები აქვს, 1 კვირაა დედა ითხოვს კონსილიუმის შეკრებას

ევროპული საქართველოს წევრი, ნინო ორდენიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე წერს, რომელსაც მისი თქმით, საშინელი ტკივილები აქვს, დედამისი ჯანდაცვის სამინისტროსგან კონსილიუმის მოწვევას ითხოვს, თუმცა უწყება მას არ პასუხს არ სცემს.

ნინო ორდენიძე ამბობს, რომ გაბიმ ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, რის შემდეგად მძიმე რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა და საჭიროა, რომ ახლა მისი შეფასება და დიაგნოზის დადგენა მოხდეს. მისივე თქმით, დედა ამჟამად მთავრობის კანცელარიასთან არის და იქ ითხოვს კონსილიუმის შეკრებას.

ორდენიძემ ბავშვის მდგომარეობის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

"ესეთ დღეში არიან შშმ პირები ჩვენს ქვეყანაში! გაბი აუტისტია, მას გარდა თავისი მდგომარეობისა თვეებია აქვს ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა, თვეებია აქვს საშინელი ტკივილები. 7 თვის წინ ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში, მან გაიარა უმძიმესი რეაბილიტაციის პერიოდი და ეხლა ისევ ცუდად არის! აქვს საშინელი ტკივილები, ვერ გადმოსცემს რა ტკივა, იმიტომ რომ ვერ ლაპარაკობს!

დედას უწევს ამის ყურება და ვერაფრით ვერ ეხმარება შვილს!

ჯანდაცვაში შეტანილი აქვს წერილი, სადაც ითხოვს კონსილიუმის მოწვევას, რომ დაადგინონ საიდამ მოდის ტკივილები და შეაფასონ ბავშვის მდგომარეობა!

ითხოვს ჯანდაცვის სამინისტროდან რას? შეკრიბონ ექიმები და შეაფასონ ბავშვი!

ითხოვს კლინიკას, როცა ბავშვი დამძიმდება რომ შეძლოს გადაყვანა!

გაბის ფსიქიკა ვერ გადაიტანს და უმძიმესი იქნება ბავშვის ისევ უცხოეთში წაყვანა!

აქ უნდა მოხდეს დიაგნოზის დადგენა და ბავშვის კლინიკური მდგომარეობის მართვა!

უკვე 1 კვირაა დედა ითხოვს კონსილიუმს და პასუხიც არ გაუცია ჯანდაცვას!

ეხლა დედამ, თამუნა იარაჯულმა აი ესეთ დღეში დატოვა ბავშვი და დგას კანცელარიასთან და ითხოვს კონსილიუმს, რადგან ჯანდაცვა დუმს!

ამაზე დიდი ტრაგედია არ ვიცი რა შეიძლება იყოს! რა უნდა იყოს იმაზე დიდი საშინელება, რომ დედას უწევს შვილის ვიდეოების დადება საჯაროდ, რომ გააგებინოს მთავრობას რა დღეშია ბავშვი!

რატომ უნდა იყოს საჭირო კონსილიუმის დასანიშნად დედის ქუჩაში დგომა?!

საქართველოს მთავრობა - დაელაპარაკეთ დედას, რომელიც შვილის გადარჩენას გთხოვთ.

თამუნა მარტო არაა, უამრავი ადამიანი ვართ მის გვერდში!". - წერს ნინო ორდენიძე.

კომენტარები