რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინა ჯერ კიდევ შორს არის ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისგან

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
REUTERS/Vladislav Culiomza

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგა და დასძინა, რომ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს NATO-ს წევრი ქვეყნების სტატუსისგან.

"ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უკრაინის წევრობაზე... ჩვენ ყველა უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას". - ამბობს შოლცი მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ კითხვაზე, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსხვავებული გეგმა უნდა შემუშავდეს, ვინაიდან ყოველთვის იარსებებს რუსეთის კვლავ შემოჭრის რისკი.

"ისინი უნდა შემუშავდნენ იმ ფორმით, რომ უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება პოტენციური თავდასხმისგან, ასევე, შეძლონ უკრაინის სტაბილიზაცია... ცხადია, ეს ყოველთვის არის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი და აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული". - ამბობს შოლცი.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი და ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა, მიეღოთ მკაფიო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები