ვიღაცა სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია. უფრო სწორად, ტრაგიკომედია, იმიტომ, რომ უკრაინა დასანქცირებული კი არ არის, უკვე განადგურებულია - საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელის გამო. უკრაინა დაღუპეს, მიწასთან გაასწორეს და ახლა სხვას უწესებს სანქციას, ნუ, რავიცი, აბა. ვის აინტერესებს დღეს უკრაინა. საქართველოს როგორ ასანქცირებს უკრაინა, ეგ მაინტერესებს. რას იზამს მერე, რა არის ეს სანქციები?
tbl.ge/6e4n
დაკოპირდა

ამბობს პრორუსი ვალერი კვარაცხელია მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში. უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი ხელმძღვანელები, თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. მათთან ერთად დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია Aero Handling Georgia, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს მომსახურებას უწევს.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




