უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის მონიტორინგის გაძლიერებას აპირებს

ევროკომისიამ ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან უვიზო რეჟიმის მონიტორინგის მექანიზმის სრულყოფისთვის კონსულტაციები დაიწყო. გადაწყვეტილების მიზეზად მიგრაციის და უსაფრთხოების პრობლემები სახელდება

2023 წლის 20 მარტის წერილში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ "კომისია სავიზო პოლიტიკის მონიტორინგს გააძლიერებს და ყოვლისმომცველ ანგარიშს წარადგენს". 

ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლას მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მესამე ქვეყნებისათვის. ამავდროულად, გასულმა წლებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი მიგრაცია და უსაფრთხოების გამოწვევები შეიძლება უვიზო მიმოსვლით იყოს გამოწვეული. ამასთან ერთად, ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობს, შესაძლოა იქცეს სატრანზიტო გზად ევროკავშირში არალეგალურად მოსახვედრად.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევების გადასაჭრელად და რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ხელახლა შეფასდეს და გაუმჯობესდეს არსებული წესები სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სრულყოფა შესაძლოა, ახალი რისკების გათვალისწინებით შეჩერების ახალ საფუძვლებს ითვალისწინებდეს. ასევე, უფრო ეფექტურ და მოქნილ პროცედურებს და მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

ევროკომისია ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან განხილვების საფუძველზე მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას 2023 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.

კომენტარები