ერთადერთი, რაზეც დღეს ვრცლად ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, იყო კანდიდატის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პროცესები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მნიშვნელობას, რომელსაც ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება სტატუსის მოპოვების პროცესს. ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანია მისთვის, თუ არ იქნება ვალდებული, შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებული პირობები და, მეორე მხრივ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეხმარება მას, შექმნას პროდასავლურობის მითი, არ მოხდეს მისი კრისტალიზება, როგორც ღიად პრორუსული ძალა.
საზოგადოება და პოლიტიკური სპეკულაციებს უნდა აღუდგეს და ნათლად უნდა გაესვას ხაზი, რომ დემოკრატიული ცვლილებები, რაც არის კანდიდატის სტატუსისა და ევროინტეგრაციის ძირითადი მნიშვნელობა, შეუძლებელია პრორუსული რეჟიმის პირობებში.