საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ბოკერია: 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა ჩვენი არჩევანი სისხლში ჩაახშო – დღესაც იგივე საფრთხეა

დღეს, 105 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ძალიან დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ყველა საკითხში, ძალიან ჭრელმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი არჩევანი, ჩვენი საფუძველი არის ევროპული რესპუბლიკა და ჩვენ ვართ მათი ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩვენი იდენტობა. ის რესპუბლიკა, რომელიც მაშინ დაფუძნდა, თავისი შინაარსით და დღევანდელი გადმოსახედიდან გეუბნება, რომ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო იყო ყველა თვალსაზრისით. ის ადამიანები, ვინც ახლა აქ არიან გამოფენილი, ვინც წვლილი შეიტანა ამ ყველაფრის შექმნაში, ვინც ვერ მოესწრო 1918 წლის 26 მაისს, მათ გამონათქვამები თითქოს დღევანდელ ამბავს ეხმიანება - არჩევანს თავისუფლების, პასუხისმგებლობის, ჩვენი დამოუკიდებლობის , სუვერენინტის, იმ სივრცის, სადაც ყველას თვაისუფლება არის ერთმანეთის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ დღეს ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია და ის რაც 1918 წელს მოხდა, როცა ეს ჩვენი არჩევანი, თავისუფალი რესპუბლიკის არჩევანი, სისხლში ჩაახშო საბჭოთა-ლენინისტურ- სტალინისტურ რუსეთმა, დღეს იმავე საფრთხის წინაშე ვართ, ამიტომ უნდა დავიცვათ არჩევანი. ყველა დღე ჩვენთვის ამ ადამიანების გახსენებისა არის ამ დატვირთის მატარებელი. ეს სიტყვები დღეს არის მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დავაფუძნოთ რესპუბლიკა, რომელიც სამუდამოდ გასტანს. 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

კომენტარები