რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Rosatom-ისა და IAEA-ის ხელმძღვანელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმსჯელეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კომპანია Rosatom-ის პრეზიდენტს, ალექსეი ლიხაჩოვს პეკინში შეხვდა, სადაც, მათ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს

მიმდინარე კვირაში IAEA-ის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური "უკიდურესად დაუცველია". ქარხანა რუსულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში დაიკავეს. 

"სადგურში ბირთვული უსაფრთხოება უკიდურესად დაუცველია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ქარხნის დაცვაზე, ეს მდგომარეობა არ შეიძლება გაგრძელდეს". - წერს გროსი. 

22 მაისს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტრომომარაგება რუსეთის შემოჭრის შემდეგ მე-7-ედ შეუწყდა. მართალია, ქარხანა რუს ოკუპანტებს უკავიათ, თუმცა, სადგური ძირითადად უკრაინელი პერსონალის მიერ იმართება. IAEA-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქარხნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

19 მაისს გროსიმ თქვა, რომ კონტინენტზე სერიოზული ბირთვული ავარიის რისკის შესამცირებლად და სადგურის უსაფრთხოების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კომენტარები