ქართველი მეზღვაურების გატაცება

გაბონის ტერიტორიულ წყლებში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან – საგარეო

ლიბია
Reuters

გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეზღვაურები ნიგერიაში სამედიცინო შემოწმებას გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მეზღვაურების ქვეყანაში დაბრუნება უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. 

"საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.

 

კომენტარები