ქართველი მეზღვაურების გატაცება

გაბონის ტერიტორიულ წყლებში 2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბია
Reuters

გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი გემიდან 3 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთა შორის 2 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გემზე დარჩენილ სხვა მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის, საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად". - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მათი წარმომადგენლები მეზღვაურების ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, რომ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები